სოფელი ტირძნისი მდებარეობს გორის რაიონში, შიდა ქართლის ვაკეზე , დიდი ლიახვისა და პატარა ლიახვის შუამდინარეთში, გორი-ცხინვალის
საავტომობილო
გზაზე.,
გორიდან
დაახლოებით
25 კოლომეტრის
მანძილზე.
სოფელში
რამდენიმე
ისტორიული
ძეგლია.
დედაღვთისას ეკლესია დგას სოფლის განაპირას ჩრდილო-აღმოსავლეთით, დემურაანთ უბანში,
სასაფლაოზე.
აშენებულია
1872 წელს.
ეკლესია
დარბაზულია
(9,3 X 5,9 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით, კუთხეები, სარკმლის საპირეები და სამსაფეხურიანი ლავგარდანი აგურისაა.
დაზიანებულია
ლავგარდანი
და
სახურავი.
შესასვლელი
დასავლეთ
კედლის
ცენტრშია.
ნახევარწრიულ
აფსიდის
ღერძზე
განიერი
სარკმელია,
რომლის
ორივე
მხარეს
თაღოვანი
ნიშებია.
ორ-ორი სარკმელი
ჩრდილოეთ
და
სამხრეთ
კედლებშია.
სარკმლები
შიგნიდან
თაღოვანია,
გარედან
შეისრულთაღიანი
და
ტიმპანიანი.
დარბაზის
გრძივ
კედლებზე
ორი
წყვილი
პილასტრია,
რომლებსაც
ეყრდნობა
ცილინდრული
კამარის
საბჯენი
თაღები.
დასავლეთ
ფასადის
ფრონტონის
ქვეშ
ჩაღრმავებული
ჯვარია,
რომლის
ქვემოთ
ოთხკუთხა
ნიშია.
ასეთივე
სამი
ჯვარი
სიმეტრიულად
განლაგებულია
სამხრეთ
ფასადზეც.
სახურავი
ორფერდაა,
გადახურულია
ღარიანი
კრამიტით.
სამება |
No comments:
Post a Comment